Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
პარტნიორობა ქართული თეატრის გასაძლიერებლად Orange lozenge left

პარტნიორობის პროექტი ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და BP-სა და HSBC ბანკის ფინანსური მხარდაჭერით

რუსთაველის თეატრსა და ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრს შორის საფუძველი ჩაეყარა პარტნიორობას, რომლის მიზანია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება კულტურის სფეროში.

ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით მოხდება პარტნიორობისათვის საჭირო თანხების გაკონტროლება, ანგარიშგებისა და საფინანსო საკითხების შესაბამისი სტანდარტების დაცვა, აგრეთვე პარტნიორულ ურთიერთობათა ხელშეწყობა ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარებისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიმართულებების შესახებ რეკომენდაციების შეთავაზების საშუალებით.

პარტნიორობის მიზანია ქართველ და ბრიტანელ თეატრის მოღვაწეებს შორის სხვადასხა დონეზე დიალოგის და ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობების ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე პროექტში ჩაერთვებიან არა მარტო რუსთაველის და ნაციონალური თეატრის თანამშრომლები, არამედ ყველა ვინც წარმოადგენს ამ ორი ქვეყნის თეატრალურ სამყაროს ნაწილს. ამდენად ეს პარტიორობა გახდება ხიდი, რომელიც ბრიტანელ და ქათველ ხელოვანებს დააკავშირებს.

პოლ დაბლდეი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მოხარულია, რომ ბრიტანეთის საბჭოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თეატრებს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში. მისი განცხადებით, ამ ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მჭიდრო კონტაქტების დამყარებას, შემოქმედებით თანამშრომლობას და ახალი თაობის ქართველ რეჟისორებსა და მათ ინგლისელ კოლეგებს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
 Positive About Disabled People Download Browsealoud