ხელს შეგიწყობთ მუშაობაში და გაგაცნობთ ინგლისური ენის შესასწავლ საუკეთესო ინტერნეტ რესურსებს, ონლაინ ქსელების, სასწავლო მასალის, ფორუმებისა და ენის ტესტირებაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩათვლით.
IATEFL ინგლისურის, როგორც უცხო ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია(IATEFL) გთავაზობთ მრავალ რეგულარულ პუბლიკაციას, რომელთა ავტორები არიან ამ დარგის მთელ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები.
დისტანციური დელტა ჩვენ მიერ საერთაშორისო სახლთან თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური პროგრამა ინგლისური ენის გამოცდილ მასწავლებელ პროფესიონალთათვის.
ინგლისური ენის სწავლება BBC-ის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ენის შემსწავლელებს პროფესიულ მხარდაჭერას უწევს სასწავლო მასალებით, სტატიებითა და დისკუსიებით.
თანამედროვე ინგლისური ენის მასწავლებელი ონლაინ რესურსი მასწავლებლების, ინსტრუქტორ-მასწავლებლებისა და ენის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. გთავაზობთ სასწავლო რესურსებს, მაგალითად, როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი გრამატიკისა თუ ლექსიკის ამა თუ იმ საკითხზე, აქვეყნებს სტატიებს ენის შესწავლისა და სწავლების საკითხებზე.
ინგლისური სპეციალური მიზნებისათვის საერთაშორისო კვლევითი ჟურნალი ლინგვისტებისა და ინგლისური ენის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
ინგლისური მაძიებელი ესაა პროფესიული ფორუმი, რომლის განახლებაც რეგულარულად ხდება; იგი გთავაზობთ უახლეს ცნობებს, შეხედულებებსა და ინფორმაციას ინგლისური ენის სწავლების შესახებ.
ELTteCS ეს ვებ-გვერდი გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ წამყვან სპეციალისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და გაეცნოთ სწავლების იდეებს, გამოცდილებას და ცოდნას.
ჰორნბის საგანმანათლებლო ფონდი ეს საგანმანათლებლო ფონდი დაფუძნდა 1968 წელს ა.ს. ჰორნბის მიერ ინგლისურის, როგორც უცხო ან მეორე ენის, შესწავლის ხელშეწყობის მიზნით .
|