ძვირფასო წევრებო,
გვინდა გაცნობოთ საქართველოში ჩვენს საქმიანობაში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილების შესახებ.
ბრიტანეთის საბჭომ, ევროპის მასშტაბით, ახლებურად განსაზღვრა თავის როლი. გვსურს დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი საქმიანობა კვლავ უწყობს ხელს კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ – გარემოში რომელიც სწრაფად იცვლება.
ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ ფართო მასშტაბიან პროექტებზე, შევქმნათ პარტნიორული და პროფესიული გაერთიანებები. გვსურს, უფრო მეტად შევუწყოთ ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ კვლავ განვახორციელებთ პროექტებს და შემოგთავაზებთ ახალ პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, ევროპის სხვა ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მტკიცე ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას. უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლებთ ქართველ პარტნიორებთან, მათ შორის _ სამინისტროებთან, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებთან, მასწავლებელთა ასოციაციებთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბრიტანეთის საელჩოსთან, ბიზნეს-საზოგადოებასთან და სხვა საერთაშორისო სააგენტოებსა და ინსტიტუტებთან.
საქართველოში ჩვენი საქმიანობის ახალი პროფილი გახლავთ ბრიტანეთის საბჭოს საინფორმაციო სამსახურის ახალი პროგრამა. 2008 წლის ზაფხულში ბრიტანეთის საბჭო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალ და უფრო ფართო აუდიტორიას შესთავაზებს საინფორმაციო სერვისს თბილისსა და რეგიონებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გულისხმობს:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებისა და სხვა მასალების გადაცემას.
ბრიტანეთის საბჭოს მიერ პარტნიორი ბიბლიოთეკისათვის ტექნიკური ინვენტარის გადაცემას.
მომავალ თანამშრომლობას ბრიტანულ ბიბლიოთეკასთან რეგულაციების შემუშავების, ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა უნარებისა და კომპეტენციის ჩამოყალიბების მიზნით.
თანამშრომლობის სხვა ფორმებს ბრიტანეთის საბჭოს სხვა მომსახურებათა ფარგლებში.
2008 წლის 1 ივლისისათვის ვგეგმავთ დავხუროთ ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკა, ხოლო ჩვენს ხელთ არსებული მასალები, დაახლოებით 6000 თანამედროვე ბრიტანული წიგნი და მულტიმედიური საშუალება, გადავიტანოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრიტანულ ბიბლიოთეკაში.
ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის ამჟამინდელ და მომავალ წევრებს ვთავაზობთ, განაახლონ წევრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2008 წლის ოქტომბრიდან.
ბიბლიოთეკის თსუ-ში გადატანის დადებითი მხარეები:
ბრიტანული ბიბლიოთეკა თსუ-ში კულტურული და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას იტვირთავს. მისი მასალები ხელმისაწვდომი იქნება სასწავლო პოტენციალის მქონე უფრო ფართო პუბლიკისათვის: სტუდენტების, აკადემიკოსების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და ყველასათვის, ვინც ბრიტანული კულტურითა და განათლებითაა დაინტერესებული.
ბრიტანულ ბიბლიოთეკას შესაძლებლობა ექნება, უფრო სრულად მოიცვას გარკვეული საგნები, დააკმაყოფილოს ყველა პროფესიული ჯგუფის ინტერესები როგორიცაა: ინგლისური ენის სწავლება, მენეჯმენტი, იურისპრუდენცია, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, მედია და სხვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკას აღჭურვავს 10 კომპიუტერით, რითაც ბიბლიოთეკისათვის ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანული პროფესიული მონაცემთა ბაზები.
პარტნიორ ბიბლიოთეკაში წევრები მიიღებენ ისეთივე ან უკეთეს მომსახურებას. ამის უზრუნველსაყოფად ბიბლიოთეკის თანამშრომლები ტრეინინგს გაივლიან ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკაში.
ბრიტანეთის საბჭო კი კვლავ გთავაზობთ საგამოცდო მომსახურებასა და დისტანციური სწავლის შესაძლებლობას და, რასაკვირველია, ონლაინ სერვისით ინფორმაციის მიწოდებას მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისა და ინგლისურის შემსწავლელთათვის, აგრეთვე ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის.
ამ ცვლილებათა შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჩვენს სპეციალურ ვებ-გვერდზე.
მოხარულნი ვართ, რომ 10 წლის განმავლობაში სარგებლობდით ჩვენი ბიბლიოთეკითა და ინტერნეტ მომსახურეობით ინგლისურის ცოდნის მისაღებად თუ დასახვეწად. მადლობას გიხდით იმ იდეებისა და გამოხმაურებისათვის, რასაც თქვენგან ვიღებდით.
იმედი გვაქვს, რომ არც ამიერიდან გაწყვეტთ ჩვენთან ურთიერთობას და ჩაებმებით ბრიტანეთის საბჭოში უკვე არსებულ თუ ახალ პროგრამებსა და ღონისძიებებში.
გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ოფფიცე@გე.ბრიტისჰცოუნცილ.ორგ ან გაესაუბრეთ ჩვენს თანამშრომლებს ოფისში.
პატივისცემით,
ლენა მილოშევიჩი,
დირექტორი
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში
|