|
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფუძნებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) გახლავთ პირველი ქართული უნივერსიტეტი და სამხრეთ კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი. „მეცნიერებისა და განათლების თეთრ ტაძრად“ წოდებული ეს უნივერსიტეტი მუდამ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში. თსუ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი მისია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული სოციუმის ჩამოყალიბებას და თავის კურსდამთავრებულთა მეშვეობით აღზარდოს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საერთაშორისო საზოგადოებასთან.
უნივერსიტეტის დაარსების მეორე დღე ბიბლიოთეკის გახსნით აღინიშნა. დღეს იგი მნიშვნელოვანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრია და მოიცავს დარგობრივი ტიპის ბიბლიოთეკებს, რომლებიც პროფესიული წიგნებითაა დაკომპლექტებული და განთავსებულია შესაბამის შენობებში.
თსუ-ში 6 გაერთიანებული ფაკულტეტი არსებობს. ამჟამად არსებული ფაკულტეტებია:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
იურიდიული ფაკულტეტი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
ამჟამად თსუ ახორციელებს 115 სასწავლო პროგრამას:
საბაკალავრო პროგრამები _ 44
სამაგისტრო პროგრამები _ 49
სადოქტორო პროგრამები _ 22
თსუ-ში 873 მუდმივ შტატში მყოფი და 899 მოწვეული თანამშრომელი მოღვაწეობს.
ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და ბრიტანული კულტურით და განათლებით დაინტერესებული ყველა პირისათვის კულტურული და საინფორმაციო ცენტრის როლს შეასრულებს. ცენტრი უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა ბიბლიოთეკის კვირეულები, ტრენინგები, პრეზენტაციები, პროფესიული შეხვედრები, მკითხველთა კონფერენციები; აგრეთვე/ან ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით ჩატარებულ ყველა სხვა ღონისძიებას.
მხარდაჭერა, ხელშეწყობა და განვითარება თსუ-ში არსებული ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის მუშაობის უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორთა შორის იქნება.
ახალი წიგნების და ბიბლიოთეკის სხვა მასალების გამოწერისას გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა პროფესიული საჭიროებანი, რაც დააკმაყოფილებს ყველა პროფესიულ ჯგუფს (იურისპრუდენცია, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ინგლისური ენის შესწავლა და მედია). ბიბლიოთეკის მუშაობის მიზანი გახლავთ, ასახოს ახალგაზრდა და იმედისმომცემ პროფესიონალთა საჭიროებები და უზრუნველყოს მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
თსუ გამოიწერს ბრიტანულ პერიოდიკას, რაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თსუ-ს ვებ-გვერდს.
|