Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Ychwanegu at ffefrynnau
British Council Georgia

საინფორმაციო მომსახურების ახალი პროგრამა.

Orange lozenge left Orange lozenge right
ახალი ტიპის თანამშრომლობა
ინფორმაცია
ჩვენი პარტნიორი
ელექტრონული რესურსები
კითხვის მოყვარულთა საღამოები მოზრდილთათვის
ღონისძიებები ყმაწვილთათვის
ინფორმაცია

2008 წლის 1 ივლისისათვის ვგეგმავთ დავხუროთ ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკა და შემდეგ ჩვენი მასალები, დაახლოებით 6000 თანამედროვე ბრიტანული წიგნი და მულტიმედიური საშუალება, გადავიტანოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრიტანულ ბიბლიოთეკაში.

ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის ამჟამინდელ და მომავალ წევრებს ვთავაზობთ, განაახლონ წევრობა თსუ ბიბლიოთეკაში 2008 წლის ოქტომბრიდან.

აქ წარმოდგენილი ინფორმაციით ჩვენ შევეცდებით ამომწურავად ვუპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.

1.იხურება თუ არა ბრიტანეთის საბჭო საქართველოში?

არა. ჩვენი რესურს-ცენტრი გადაეცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკას. ბრიტანეთის საბჭო საქართველოში განაგრძობს ყველა სხვა საქმიანობას; ამჯერად ყურადღება ძირითადად საბჭოს ახალ სტრატეგიებზე და მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გამახვილებული.

2.რა მიზეზით დაიხურა ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკის დახურვა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:

უპირველესი მიზეზი გახლავთ ის, რომ საბიბლიოთეკო მომსახურება აღარ გახლავთ ისეთი შეუცვლელი შესაძლებლობა, როგორიც ოდესღაც იყო: ბრიტანეთის საბჭო თავისი 73-წლიანი ისტორიის უმეტეს პერიოდში ეფექტურად იყენებდა ბიბლიოთეკებს. ოდესღაც ბიბლიოთეკები ადამიანებს შეუცვლელ სამსახურს სთავაზობდა თითქმის ნებისმიერ რეგიონში. დღესაც კი ჩვენი ბიბლიოთეკები 318 000 წევრს აერთიანებს, მაგრამ წევრთა რიცხვი შემცირებულია 2000/01 წლების მაჩვენებელთან (401 000 წევრი) შედარებით.

ჩვენ მუდმივად შევაჯერებთ ჩვენი მოქმედი ბიბლიოთეკების შენახვის ღირებულებას და მათგან მიღებულ გავლენის ეფექტს. მოსალოდნელია, რომ თანხის სხვა ღონისძიებებში ინვესტირება ამ მხრივ უკეთეს შედეგს მოგვიტანს.

ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით მილიონობით ადამიანს გადავწვდეთ, ბიბლიოთეკები კი ვერ კრებენ ამდენად მრავალრიცხოვან მომხმარებელს. საქართველოში ამჟამად 900 წევრი გვყავს, ეს კი სასურველ რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია. იმ ბიბლიოთეკებშიც კი, სადაც ძალისხმევას არ იშურებდნენ წევრთა რაოდენობის გასაზრდელად (მაგ. მალაიზიაში), მომხმარებელთა რიცხვი ძირითადად ერთი-ორ ათასს არ აღემატება.

3.როდის მოხდება ბიბლიოთეკის გადაცემა?

ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკა 2008 წლის ივნისის ბოლომდე ამჟამინდელ შენობაში იმუშავებს და თსუ ბიბლიოთეკას 2008 წლის სექტემბერში გადაეცემა.

4.ვარ ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის წევრი. შემეძლება თუ არა, გავწევრიანდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში?

ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის უმთავრესი მიზანი იყო, ყველა წევრისათვის თანაბარი შესაძლებლობები შეექმნა, რაც გულისხმობს, რომ ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეეძლო ყველას, ვისაც ჩვენი მასალებით სარგებლობის სურვილი გააჩნდა. თსუ-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ყველა მომხმარებელს, მათ შორის ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკის ამჟამინდელ წევრებსაც, შეეძლებათ გაწევრიანდნენ/განაახლონ წევრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2008 წლის ოქტომბრიდან.

5.როდის შემიძლია დავაბრუნო ბიბლიოთეკიდან გამოტანილი მასალები?

დრო, რომლის განმავლობაშიც წევრები მოვალენი არიან, დააბრუნონ ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა მასალა, გახლავთ 2008 წლის ივნისი _ თვის დასაწყისიდან მის ბოლომდე. ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოდემსახურებიან ჩვეულებრივ სამუშაო დროს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00-დან 18:00-მდე; შაბათობით _ 12:00-დან 14:00 საათამდე.

კვლავაც მოიძიეთ დამატებითი პასუხები თანდართულდ დოკუმენტში

6.ვის შეიძლება მივმართო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?

ნებისმიერი თქვენთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტების მენეჯერს თამარ კვაჭაძეს მისამართზე: რუსთაველის გამზირი #34; ტელ.: +995 (32) 250407; 988014; 923402; ელ-ფოსტა:  tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
 Positive About Disabled People Download Browsealoud