ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას თქვენი შემოქმედება და საქართველო წარუდგინოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
კონკურსის ქართველი გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში 10-დღიანი ვიზიტით, რომლის მიზანია საშემსრულებლო ხელოვნების წარმატებულ და ნოვატორ ლიდერებთან კონტაქტების დამყარება და ედინბურგის ფესტივალზე დასწრება. Dდაგეგმილია როგორც საერთო პროგრამა კოლეგების, სამაგალითო ინიციატივების და ბრიტანული საშემსრულებლო ხელოვნების სექტორის გასაცნობად, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც თითოეულ გამაჯვებულს შეეძლება ბრიტანეთში კონტაქტების დამყარება მათი პირადი კომერციული თუ არტისტული ინტერესებიდან გამომდინარე.
ტურნეს კულმინაციაა კონკურსი, რომლის მიზანია საშემსრულებლო ხელოვნების ახალგაზრდა ანტრეპრენერის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელის ვინაობის გარკვევა. ყველა მონაწილე გამოცდილი ბრიტანელი სპეციალისტებისაგან შედენილ ჟიურის წარუდგენს პრეზენტაციას თავისი საქმიანობის შესახებ და მის სამშობლოში საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში არსებულ ვითარებაზე.Aამის საფუძველზე გამოვლინდება კონკურსის საბოლოო გამარჯვებულ
|