Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
IELTS ონლაინ რეგისტრაციის სისტემა
Road to IELTS
IELTS-ის ტესტის პასუხები ონლაინ
Take IELTS - IELTS-ის ვებ გვერდი კანდიდატებისათვის
კემბრიჯის გამოცდები
კემბრიჯის გამოცდების თარიღები, ფასები და რეგისტრაცია
TKT კვალიფიკაცია ინგლისურის მასწავლებლებისათვის
საგანმანათლებლო და პროფესიული გამოცდები
ინგლისურის შესწავლის ცენტრი (ELZ)
გამოცდები
Orange lozenge left Orange lozenge right
IELTS - ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა
ინგლისური საერთაშორისო მიზნებისათვის
IELTS-ის შესახებ

1. რა არის IELTS?

IELTS არის ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა, რომელიც განკუთვნილია იმ კანდიდატებისათვის, ვისაც სჭირდებათ სწავლა ან მუშაობა ინგლისურენოვან გარემოში.

IELTS შემუშავებულია ბრიტანეთის საბჭოს, IDP IELTS ავსტრალიისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ.

2. რომელი ორგანიზაციები აღიარებენ IELTS-ს?

IELTS აღიარებულია 6000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში: უნივერსიტეტების, საემიგრაციო დეპარტამენტების, სამთავრობო სააგენტოების, პროფესიული დაწესებულებებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ. ამ ორგანიზაციების სრული სიის მოსაძებნად, მიმართეთ IELTS-ის გლობალურ ბაზას.

3. რამდენი ფორმატისაგან შედგება IELTS?

IELTS-ს აქვს ორი ფორმატი: აკადემიური და ზოგადი. აკადემიური ფორმატის ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის სურვილი აქვს. ზოგადი ფორმატის ტესტს კი აბარებს ის, ვინც აპირებს ემიგრაციაში წასვლას, მუშაობას ინგლისურენოვან ქვეყანაში, სატრეინინგო პროგრამების გავლას და საშუალო განათლების დასრულებას. ორივე ფორმატის მოსმენისა და საუბრის ნაწილი არის იდენტური, განსხვავებულია კითხვისა და წერის ნაწილი.

საჭირო ფორმატის ტიპი შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ ორგანიზაციაში, სადაც IELTS-ის ტესტის ჩაბარება მოგთხოვეს.

4. რამდენი ნაწილისაგან შედგება ტესტი?

IELTS შედგება ოთხი ნაწილისაგან: მოსმენა (30 წუთი), კითხვა (60 წუთი), წერა (60 წუთი) და საუბარი (11-14 წუთი). ტესტის მთლიანი ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი. მოსმენის, კითხვის და წერის ნაწილი ტარდება თანმიმდევრულად ერთ დღეს შესვენების გარეშე. საუბრის ნაწილი ტარდება დანარეჩენ სამ ნაწილამდე  7 დღით ადრე ან გვიან.

5. როგორ უნდა მოვემზადო IELTS-თვის?

თქვენ შეგიძლიათ:

დამოუკიდებლად მოემზადოთ IELTS-ის უფასო ონლაინ ტესტებით.
გაიაროთ უფასო ონლაინ კურსი Road to IELTS, რომელიც შემუშავებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ უკვე დარეგისტრირებული კანდიდატებისათვის. კურსი შედგება 30 საათიანი თვითშესწავლის მასალისაგან. ინდივიდუალური კოდის გამოყენებით დარეგისტრირებულ კანდიდატებს შეეძლებათ ისარგებლონ ამ ონლაინ კურსით გამოცდაზე დარეგისტრირების დასტურის მიღებიდან, ტესტზე გასვლის დღის შემდეგ კიდევ 7 დღის განმავლობაში.
დარეგისტრირდეთ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისურის შესწავლის ცენტრში და გაიაროთ ინტენსიური 40 საათიანი თვითშემსწავლელი კურსი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლეათ ეწვიოთ IELTS-ის ვებ გვერდს: www.britishcouncil.org/takeielts

გამოცდის თარიღები

2012 წლის თარიღები რეგისტრაციის ბოლო ვადა
21 იანვარი 11 იანვარი
18 თებერვალი 08 თებერვალი
31 მარტი 21 მარტი
21 აპრილი 11 აპრილი
12 მაისი 02 მაისი
30 ივნისი 20 ივნისი
21 ივლისი 11 ივლისი
04 აგვისტო 25 ივლისი
22 სექტემბერი 12 სექტემბერი
27 ოქტომბერი 17 ოქტომბერი
17 ნოემბერი 07 ნოემბერი
08 დეკემბერი 28 ნოემბერი

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევიტანოთ ცვლილებები გამოცდის თარიღებსა და ფასში წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება არ შეეხებათ უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებს.

რეგისტრაცია

1. როდის უნდა დავრეგისტრირდე?

რეგისტრაცია მთავრდება გამოცდის თარიღამდე 10 დღით ადრე. მაგრამ ადგილები შესაძლოა შეივსოს რეგისტრაციის ბოლო ვადაზე ადრე, თუ შემოსული აპლიკაციების რაოდენობა დიდია.

2. რა ღირს IELTS-ის ტესტი?

IELTS-ის ტესტის საფასურია 103.50 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში თუ რეგისტრირდებით საქართველოში და დოლარში თუ რეგისტრაციას გაივლით სხვა ქვეყნიდან.

3. როგორ უნდა დავრეგისტრირდე ტესტზე?

რეგისტრაციისთვის:

შედით ონლაინ რეგისტრაციის სისტემაში და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები. ვიდრე აირჩევდეთ გამოცდის სასურველ თარიღს, მოდულს და დაიწყებდეთ ონლიან ფორმის შევსებას, გთხოვთ გაეცნოთ სისტემის პირველი გვერდზე მოცემულ სარეგისტრაციო დეტალებს.
როცა ონლაინ ფორმის შევსებას დაასრულებთ, ამობეჭდეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და მოაწეროთ ხელი.
ამის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ონლაინ აპლიკაციის მიღების ავტომატურ დასტურს.

ონლიან სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს 5-ე დღეს ბრიტანეთის საბჭოს ოფისში პირადად მოგვიტანეთ ან ფოსტით გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტების ორიგინალები:

- ხელმოწერილი და ამობეჭდილი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა

- 2 ფოტოსურათი (3სმX4სმ). დარეგისტრირებამდე გთხოვთ გაეცნოთ ფოტო სტანდარტებს. ფოტოების უკანა გვერდზე აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

- მოქმედი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მოქმედი პასპორტი. შენიშვნა: ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში მიუთითეთ პირადობის ან პასპორტის ნომერი (და არა პირადი ნომერი).

- ბანკში გადახდილი თანხის ქვითარი. შენიშვნა: გადახდა ხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. გადახდის ქვითარზე, დანიშნულების გრაფაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი და გვარი, IELTS და გამოცდის თარიღი (მაგ.: ნ. დოლიძე, IELTS, 24.09.2011)

თანხის გადახდა და ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოწოდება უნდა მოხდეს ონლიან სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს 5-ე დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ავტომატურ წერილს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურის სრულად გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ:

- რეგისტრაციის დასტურს

- IELTS Reference ნომერს ონლაინ მოსამზადებელი კურსისათვის Road to IELTS

გამოცდის დღე

1. რა ხდება გამოცდის დღეს?

გამოცდა იწყება 9 საათზე. რეგისტრაციისათვის საჭიროა მობრძანდეთ 08:15-ზე.
თქვენ უნდა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ორიგინალი, რომლითაც დარეგისტრირდით გამოცდაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტური და სავიზიტო ბარათები, მართვის მოწმობები არ მიიღება. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის არ ქონის შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
თან იქონიეთ ფანქარი (B ან HB), კალამი, საშლელი და სათლელი. შეგიძლიათ ასევე იქონიოთ წყალი პლასტმასის ბოთლში.
საგამოცდო დარბზაში არ დაიშვებით ჩანთებით, წიგნებით, ფურცლებით, საკვებით, გამაგრილებელი სასმელით, ფოტო აპარატით, მობილური ტელეფონებით, ჩამწერებით და ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობებით. ყველა თქვენი პირადი ნივთი მოთავსდება განცალკევებულ ადგილას, საგამოცდო ოთახის გარეთ.

2. რა მოხდება თუ მე დავაგვიანე გამოცდაზე ან არ გამოვცხადდი?

ბრიტანეთის საბჭო არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებაზე. გამოცდა დაიწყება ზუსტად 9 საათზე და დაგვიანებული კანდიდატები არ დაიშვებიან ტესტზე. თუ ჯანმრთელობის გამო ვერ გამოცხადდით ტესტის დღეს, უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა გამოცდის დღიდან 5 დღის განმავლობაში.

3. საუბრის ნაწილი

საუბრის ნაწილი ტარდება ტესტის დანარეჩენ სამ ნაწილამდე  7 დღით ადრე ან გვიან. საუბრის ნაწილის შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ ძირითადი გამოცდის დღეს. ინტერვიუზე უნდა გამოცხადდეთ 10 წუთით ადრე პირადობის დამადასტურებელი მოწმობით თუ პასპორტით.

შედეგები

1. როგორ ვიგებ შედეგს?

სერთიფიკატები გაიცემა გამოცდიდან მე-13 დღეს, დღის 12 საათიდან ბრიტანეთის საბჭოს ოფისში. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
იმ კანდიდატებს, რომლებიც ვერ ახერხებენ პასუხების პირადად გატანას, სერთიფიკატი გაეგზავნებათ DHL ექსპრეს ფოსტით. მაგრამ ამ შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაფაროს DHL კურიერის თანხა, რომელიც დაახლოებით შეადგენს: თბილისი – 5 ლარი, საქართველოს რეგიონები – 15 ლარი, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები – 140 ლარი.
ტესტის შედეგები ასევე დაიდება ჩვენს ვებ გვერდზე. შედეგების სანახავად დაგჭირდებათ დაბადების თარიღი, კანდიდატის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ნომრები.
გაიცემა სერთიფიკატის მხოლოდ ერთი ასლი, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც არ ხდება სანაცვლო ასლის გაცემა.
დამატებითი ასლები შეგვიძლია გავაგზავნოთ პირდაპირ მიმღებ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, მაგრამ თქვენ მოგიწევთ DHL-ის საფასურის დაფარვა.
ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან IELTS-ის შედეგების ონლაინ ბაზაში, შეუძლიათ ნახონ კანდიდატის ქულა ელექტრონულად. ამისათვის მათ უნდა მიაწოდოთ თქვენი სერთიფიკატის ნომერი.
IELTS იყენებს ცხრანიშნიანი შეფასების სისტემას.

2. რამდენი ხანი აქვს IELTS-ის სერთიფიკატს ვადა?

IELTS ტესტის შედეგები ძალაშია გამოცდის თარიღიდან 2 წლის განმავლობაში.

3. როდის შემიძლია ტესტის გადაბარება?

ტესტის გადაბარება შეგიძლიათ განუსაზღვრელად.

4. რა უნდა გავაკეთო თუ უკმაყოფილო ვარ შედეგით?

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ შედეგებით, შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ ნაწილების ხელახლა გადამოწმება, რომლითაც უკმაყოფილო ბრძანდებით. ამისათვის უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა შედეგების გამოქვეყნებიდან 6 კვირის განმავლობაში. აღნიშნული მომსახურების საფასურია 60 გირვანქა სტერლინგი, რომელიც მთლიანად ანაზღაურდება ქულის შეცვლის შემთხვევაში. გთხოვთ მხედველობაში იქონიოთ, რომ გადამოწმების პროცესი გრძელდება 5-დან 8 კვირამდე.

გამოცდის გადადება და გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ან გადაიტანოთ თქვენი გამოცდა სხვა თარიღზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შეგვატყობინებთ გამოცდამდე სულ მცირე 5 კვირით ადრე.
გაუქმება/გადატანის მოთხოვნა უნდა მოხდეს შესაბამისი ფორმის შევსებით.
გაუქმება/გადატანის მოთხოვნა არ მიიღება ტელეფონით.
5 კვირით ადრე ტესტის გაუქმების შემთხვევაში გამოცდის თანხა აგინაზღაურდებათ 25 %-ის - ადმინისტრაციული თანხის დაქვითვით.
ტესტის გაუქმების შესახებ მოთხოვნის 5 კვირაზე ნაკლებ დროში შეტყობინების შემთხვევაში ბრიტანეთის საბჭო თანხას ვერ აგინაზღაურებთ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემები. ამ შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა და გამოცდის გადახდილი საფასური აგინაზღაურდებათ 25 %-ის ადმინისტრაციული თანხის დაქვითვით.
ინფორმაცია უნარშეზღუდული კანდიდატებისათვის

კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭო ყველანაირად უზრუნველყოფს უნარშეზღუდული კანდიდატებისათვის საჭირო საგამოცდო პირობების შექმნას. გამოცდის პროცედურა თითოეული კანდიდატის საჭიროების შესაბამისად იქნება განსხვავებული.

კანდიდატებმა უნდა მოგვმართონ ტესტის თარიღამდე 3 თვით ადრე და უნდა წარმოადგინონ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია.

ბრიტანეთის საბჭოს ვალდებულებანი
ბრიტანეთის საბჭო პასუხისმგებელია გამოცდების ჩატარებაზე. თუმცა, პასუხს არ აგებს რაიმე სახის ისეთ შეფერხებაზე, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მსგავს შემთხვევებში, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოს ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას მაქსიმალურად მცირე დროში.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი
ჩვენთვის მნიშვნელივანია თქვენი აზრი. გთხოვთ მოგვწეროთ და  გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ შემდეგ მისამართზე: ielts.georgia@ge.britishcouncil.org
დაგვიკავშირდით

ბრიტანეთის საბჭო

რუსთაველის გამზირი # 34

თბილისი 0108, საქართველო

ტელეფონი: +995 (32) 2 250407/2 988014

ფაქსი: +995 (32) 2 989591

ელ. ფოსტა: ielts.georgia@ge.britishcouncil.org

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 09:30 – 17:00; შესვენება: 13:00 - 13:30

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.

 Positive About Disabled People