Text only Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
კემბრიჯის გამოცდების თარიღები, ფასები და რეგისტრაცია
კემბრიჯის გამოცდების ვებ გვერდი

IELTS-ის ტესტი

TKT კვალიფიკაცია ინგლისურის მასწავლებლებისათვის
საგანმანათლებლო და პროფესიული გამოცდები
ინგლისურის შესწავლის ცენტრი (ELZ)
გამოცდები
Orange lozenge left Orange lozenge right
კემბრიჯის გამოცდები
ენის ცოდნის საერთაშორისო კვალიფიკაცია სხვადასხვა დონეზე

კემბრიჯის გამოცდები არის მსოფლიოში წამყვანი გამოცდები ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისათვის. ეს გამოცდები ჩაბარებული აქვს 3 მილიონზე მეტ ადამიანს 130 ქვეყანაში.

კემბრიჯის სერთიფიკატი საშუალებას იძლევა მოიპოვოთ კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, გზას გიკვალავთ სამომავლო კარიერაში და გეხმარებათ შეამოწმოთ ენის ცოდნის დონე. 11 000-ზე მეტი დამსაქმებელი, უნივერსიტეტი და სამთავრობო სტრუქტურა მთელს მსოფლიოში აღიარებს კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას.

კემბრიჯის გამოცდები შედგება ოთხი ნაწილისაგან – მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა.

კემბრიჯის ყველა გამოცდა შეესაბამება ენების საერთო ევროპული სტრუქტურის სტანდარტებს. ქულები მერყეობს ბაზისური A1 დონიდან უმაღლეს C2 დონემდე.  

გამოცდა ნორჩებისათვის

კემბრიჯის ინგლისური ენის ტესტი ნორჩებისთვის (Young Learners Exam) გამიზნულია 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ტესტს სამი დონე აქვს:

FLYERS: A2 დონე

MOVERS: A1 დონე

STARTERS: A1 დონეზე დაბლა

თითოეული ტესტი შედგება სამი კომპონენტისგან: კითხვა/წერა, მოსმენა და საუბარი.

ეს ტესტი აძლევს ბავშვებს:

მოტივაციას, რომ ისწავლონ ენა.
უნარებს, რაც მათ სჭირდებათ კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბარის ნაწილში.
თავდაჯერებულობას ინგლისურად საუბრისას.
რწმენას, რომ შეუძლიათ ცოდნის გაუმჯობესება უფრო მაღალ დონეზე.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.cambridgeesol.org/yle

ზოგადი ინგლისური

კემბრიჯის გამოცდები ზოგად ინგლისურში შექმნილია ენის შემსწავლელთათვის ყველა დონეზე - ელემენტარული დონის ტესტიდან დაწყებული ინგლისური ენის ყველაზე მაღალი დონის სერთიფიკატით დამთავრებული. კემბრიჯის გამოცდები ზოგად ინგლისურში ცნობილია მთელს მსოფლიოში და ფართოდ არის აღიარებული პროფესიული და აკადემიური მიზნებისათვის.

KET: A2 დონე

KET არის ელემენტარული დონის გამოცდა. იგი ამოწმებს კანდიდატის უნარს დაამყაროს ყოველდღიური კომუნიკაცია წერილობით თუ საუბრისას ბაზისურ, პრაქტიკურ დონეზე. KET აღიარებულია ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და მომსახურებაზე ორიენტირებული დამსაქმებლების მიერ მთელს მსოფლიოში როგორც ბაზისური ინგლისურის კვალიფიკაცია.

KET შედგება 3 ნაწილისგან:

კითხვა და წერა: 1 საათი და 10 წუთი

კანდიდატს უნდა შეეძლოს მარტივი ინფორმაციის გაგება ბროშურებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან. გამოცდაზე კანდიდატი ასევე ავსებს გამოტოვებული ადგილებს მარტივ წინადადებებში და წერს მცირე ზომის, 25 სიტყვისგან შემდგარ თემას.

მოსმენა: 30 წუთი

მოწმდება კანდიდატის უნარი გაიგოს განცხადებები და სხვა მარტივი გზავნილები.

საუბარი: დაახლოებით 10 წუთი

კანდიდატს უნდა შეეძლოს მარტივი კომუნიკაცია კითხვა პასუხის სახით. საუბრის ტესტს ჩვეულებრივ ესწრება ორ კანდიდატი.

KET-ის გამოცდის შესახებ დაამტებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/KET

PET: B1 დონე

PET არის საშუალო დონის ინგლისურის გამოცდა. ტესტი ამოწმებს კანდიდატის უნარს გაართვას თავი ყოველდღიურ წერილობით და ზეპირ კომუნიკაციებს. PET ცნობილია ბევრ პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ინგლისური ენის საშუალო დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

PET შედგება სამი ნაწილისგან:

კითხვა და წერა: 1 საათი და 30 წუთი

კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს, რომ შეუძლია გაზეთებში და ჟურნალებში წაკითხულიდან ძირითადი აზრის გაგება, შეგიძლიათ ლექსიკის და გრამატიკის შესაბამის დონეზე გამოყენება ისეთი დავალებების შესრულებისას, როგორიცაა დაახლოებით ას სიტყვიანი მოკლე შეტყობინების, მოთხრობის ან წერილის დაწერა. ამ ნაწილში ასევე მოცემულია სავარჯიშოები, სადაც მოგეთხოვებათ წინდადადების მნიშვნელობის შეცვლა.

მოსმენა: (დაახლოებით) 30 წუთი

კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს, რომ ესმის რიცხვების მნიშვნელობა, განცხადებები და დისკუსიები ყოველდღიურ გარემოში. ასევე მოწმდება რამდენად გესმით მოსაუბრის განწყობა – დამოკიდებულება.

საუბარი: 10 - 12 წუთი

საუბრის ტესტი უტარდება ორ-ორ კანდიდატს. თქვენ უნდა წარმოაჩინოთ დიალოგში ჩართულობის, აქტიური კითხვა-პასუხის უნარი.

PET-ის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/PET

FCE: B2 დონე

FCE არის საშუალოზე მაღალი დონის გამოცდა. იგი ამოწმებს რამდენად დარწმუნებით ართმევს თავს კანდიდატი რიგ წერილობით და სასაუბრო კომუნიკაციას. მრავალი უნივერსიტეტი FჩE-ის სერტიფიკატს მიიჩნევს საბუთად იმისა, რომ კანდიდატს შესწევს ინგლისურ ენაზე სწავლის უნარი. სერთიფიკატი აღიარებულია დამსაქმებლების მიერ ბიზნესსა და მენეჯმენტის სფეროში.

FCE შედგება ხუთი ნაწილისგან:

კითხვა: 1 საათი

კანდიდატს უნდა ესმოდეს ინფორმაცია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურიდან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდან.

წერა: 1 საათი და 20 წუთი

კანდიდატი წერს ორი განსახვავებული სახის წერილს, რომლებიც შეიძლება იყოს მოკლე მოთხრობა, ფორმალური თუ არაფორმალური წერილი, სტატია ან ესსე.

პრაქტიკული ინგლისური: 45 წუთი

ეს ნაწილი ამოწმებს თუ რამდენად კარგად იყენებს კანდიდატი ენას გრამატიკისა და ლექსიკის კუთხით.

მოსმენა: 40 წუთი

მოწმდება კანდიდატის მოსმენის უნარი, ისეთი ტექსტებიდან, როგორიცაა საინფორმაციო პროგრამები, მოხსენებები, სახუმარო ამბები და საზოგადო განცხადებები.

საუბარი: 14 წუთი

ეს ნაწილი უტარდება ორ ან სამ კანდიდატს ერთად. მოწმდება კანდიდატის კომუნიკაციის უნარი გამომცდელთან და სხვა კანდიდატებთან საუბრისას.

FCE-ის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/FCE

CAE: C1 დონე

CAE არის უმაღლესი დონის გამოცდა, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ, აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნებისთვის.

CAE შედგება ხუთი ნაწილისგან:

კითხვა: 1 საათი და 15 წუთი

მოწმდება კანდიდატის უნარი გაართვას თავი განსხვავებული ტიპის ტექსტებს.

წერა: 1 საათი და 30 წუთი

კანდიდატს მოეთხოვება დაწეროს განსხვავებული ტიპის თემები, მათ შორის ესეები, შეთავაზებები და მოხსენებები.

პრაქტიკული ინგლისური: 1 საათი

ეს ნაწილი ამოწმებს რამდენად შეუძლია კანდიდატს შესაბამის სიტუაციაში სიტყვების, დროების და იდიომების სწორად გამოყენება.

მოსმენა: 40 წუთი

ამ ნაწილში თქვენ უნდა მიყვეთ და გაანალიზოთ სხვადასხვა რანგის სასაუბრო ტექსტი, როგორიცაა ლექცია, მოხსენება და ინტერვიუ.

საუბარი: 15 წუთი

ეს ნაწილი უტარდება ორ ან სამ კანდიდატს ერთად და მოწმდება კანდიდატის უნარი მოახდინოს ეფექტური ზეპირი კომუნიკაცია.

CAE-ის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/CAE

CPE: C2 დონე

CPE კემბრიჯის გამოცდებიდან ყველაზე მაღალი დონის გამოცდაა. ის განკუთვნილია მათთვის, ვინც იყენებს ენას პროფესიული ან აკადემიური თვალსაზრისით და ინგლისურ ენას ფლობს მშობლიური ენის დონეზე. CPE - ის სერთიფიკატი აღიარებულია დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა უნივერსიტეტის მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მიერ.

CPE შედგება ხუთი ნაწილისგან:

კითხვა: 1 საათი და 30 წუთი

კანდიდატს მოეთხოვება წაკითხულის სრული შინაარსის გაგება.

წერა: 2 საათი

ამ ნაწილში კანდიდატს მოეთხოვება დაწეროს სხვადასხვა ტიპის თემა, მათ შორის მოკლე მოთხრობა, წერილი, სტატია ან მოხსენება, თითოეული დაახლოებით 300-350 სიტყვის ფარგლებში.

პრაქტიკული ინგლისური: 1 საათი და 30 წუთი

ამ ნაწილში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს გრამატიკისა და ლექსიკის სრულყოფილ ცოდნა.

მოსმენა: (დაახლოებით) 40 წუთი

თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ფართო რანგის სასაუბრო ტექსტების მნიშვნელობის გაგება, როგორებიცაა ლექციები, ახალი ამბების პროგრამები და საზოგადოებრივი განცხადებები.

საუბარი: 19 წუთი

ეს ნაწილი უტარდება ორ ან სამ კანდიდატს ერთად და მოწმდება კანდიდატის უნარი მოახდინოს ეფექტური ზეპირი კომუნიკაცია გამომცდელებთან და სხვა კანდიდატებთან.

CPE-ის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/CPE

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისურის სერთიფიკატები (BEC) არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერთიფიკატები, რომლებიც წარმოაჩენენ რამდენად კარგად ფლობს კანდიდატი ინგლისურს ბიზნესის განხრით. BEC გამიზნულია მათთვის ვინც ინგლისურს სწავლობს ბიზნეს გარემოში გამოსაყენებლად.

BEC გამოცდას აქვს სამი განსხვავებული დონე

BEC PRELIMINARY: B1 დონე

BEC VANTAGE: B2 დონე

BEC HIGHER: C1 დონე

ბიზნეს ინგლისურის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.CambridgeESOL.org/BEC

იურიდიული ინგლისური

საერთაშორისო იურიდიული ინგლისურის სერთიფიკატი (კემბრიჯის ILEC სერთიფიკატი) არის მაღალი დონის ინგლისური ენის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც განკუთვნილია იურისტებისათვის. ტესტი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL გამოცდების თანამშრომლობის საფუძველზე ტრანსლეგალთან, ევროპის წამყვან ფირმასთან.

კემბრიჯის ILEC გამოცდა ახდენს ინგლისური ენის შეფასებას B2 და C1 დონეებზე ენების საერთო ევროპული სტრუქტურის სტანდარტების  მიხედვით. ტესტი შემუშავებულია რეალურ დავალებებსა და თემებზე დაყრდნობით, რომლებსაც იურისტი პრაქტიკოსები იყენებენ თავიანთ ყოველდღიურ სამუშაო ცხოვრებაში.

კემბრიჯის ILEC გამოცდა მოიცავს შემდეგ სამართლებრივ სფეროებს:  საკორპორაციო, ბიზნეს ასოციაციები, საკონტრაქტო, დებიტორ-კრედიტორი, ინტელექტუალური საკუთრება, დასაქმება, კონკურენცია, გარემო, მოლაპარაკება, უსაფრთხო ტრანზაქციები და საერთაშორისო სამართლის სხვა ასპექტებს.

გამოცდა შედგება ოთხი ნაწილისგან: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბრის ნაწილები. მთლიანი გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი და 30 წუთი.

კემბრიჯის ILEC გამოცდის გამსვლელი ქულებია:

C1 PASS WITH MERIT (წარმატებით ჩაბარება)

C1 PASS (ჩაბარება)

B2 PASS (ჩაბარება)

ILEC გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.LegalEnglishTest.org

გამოცდის გადადება და გაუქმება

გამოცდის გადადება

გამოცდის ერთი თარიღიდან სხვა თარიღზე გადატანა არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.

გაუქმება

თუ კანდიდატი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გააუქმებს გამოცდას, გამოცდის თანხა აგინაზღაურდებათ 25 %-ის - ადმინისტრაციული თანხის დაქვითვით. ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთის საბჭოს უნდა მიმართოთ წერილობითი თხოვნით და სამედიცინო ცნობით, სადაც აღნიშნული იქნება მიზეზი, თუ რატომ ვერ დაესწრო კანდიდატი გამოცდას. დოკუმენტების მოწოდება უნდა მოხდეს გამოცდის თარიღიდან  არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში.

პასუხები და სერთიფიკატები
გამოცდის შედეგები ცნობილი იქნება გამოცდის დღიდან 5-დან 7 კვირის განმავლობაში. პასუხები ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. პასუხების შემოწმების დეტალური პროცედურა ცნობილი იქნება გამოცდის დღეს.
სერთიფიკატები გაიცემა გამოცდის დღიდან 3 თვეში.
გამოცდის პასუხებიდან შეიტყობთ ინფორმაციას რამდენად კარგად შეასრულეთ ტესტის თითოეული ნაწილი და ნახავთ თქვენს საბოლოო ქულას (გამოცდას ნორჩებისათვის არ აქვს საბოლოო შეფასების ქულა).
თუ პასუხების ფურცელი გიჩვენებთ X შეფასებას (რაც ნიშნავს, რომ კანდიდატი ტესტის ერთ რომელიმე ნაწილს არ ესწრებოდა) მაშინ პასუხების ფურცელი არ იძლევა ინფორმაციას რამდენად კარგად შეასრულეთ ტესტის სხვა ნაწილები. Z შეფასება ნიშნავს, რომ კანდიდატი გამოცდის არც ერთ ნაწილს არ ესწრებოდა და შედეგი Pending ნიშნავს, რომ პასუხები გარკვეული მოზეზების გამო იგვიანებს.
თუ სკოლას ან კანდიდატს მიაჩნია, რომ პასუხები არასწორია, შეგიძლიათ მოითხოვოთ პასუხების ხელახალი გადამოწმება.
კანდიდატის ნაშრომი არ შეიძლება მიეწოდოს კანდიდატს, ენის სკოლას თუ ცენტრს.
კანდიდატებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შემდეგნაირად:

კანდიდატებს

კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებლად თქვენ შეგიძლიათ:

შებრძანდით კემბრიჯის გამოცდების კანდიდატებისათვის განკუთვნილ ვებ გვერდზე, სადაც ინფორმაციაა მოცემული კემბრიჯის თითოეულ გამოცდაზე, გამოცდის სილაბუსზე, ხელმისაწვდომია ტესტებიც.
დარეგისტრირდით ბრიტანეთის საბჭოს ინგლისურის შესწავლის ცენტრში და გაიარეთ ინტენსიური 40 საათიანი თვითშემსწავლელი კურსები.

მასწავლებლებს

შებრძანდეთ კემბრიჯის გამოცდების მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ვებ გვერდზე, სადაც შეგეძლებათ უფასო რეგისტრაცია და გაკვეთილების გეგმების, სამუშაო მასალის, საკლასო აქტივობების ჩამოტვირთვა.
ეწვიოთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციას საქართველოში.

ინფორმაცია უნარშეზღუდული კანდიდატებისათვის

კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭო ყველანაირად უზრუნველყოფს უნარშეზღუდული კანდიდატებისათვის საჭირო საგამოცდო პირობების შექმნას. გამოცდის პროცედურა თითოეული კანდიდატის საჭიროების შესაბამისად იქნება განსხვავებული.

კანდიდატებმა უნდა მოგვმართონ ტესტის თარიღამდე 3 თვით ადრე და უნდა წარმოადგინონ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია. გთხოვთ გამოუგზავნოთ თქვენი მოთხოვნა გამოცდების მენეჯერს.

ბრიტანეთის საბჭოს ვალდებულებანი
ბრიტანეთის საბჭო პასუხისმგებელია გამოცდების ჩატარებაზე. თუმცა, პასუხს არ აგებს რაიმე სახის ისეთ შეფერხებაზე, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მსგავს შემთხვევებში, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას მაქსიმალურად მცირე დროში.
მოსაზრებები და შემოთავაზებები

ჩვენთვის მნიშვნელივანია თქვენი აზრი. გთხოვთ მოგვწეროთ და  გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ შემდეგ მისამართზე.

დაგვიკავშირდით

ბრიტანეთის საბჭო

რუსთაველის გამზირი # 34

თბილისი 0108, საქართველო

ტელეფონი: +995 (32) 2 250407/2 988014

ფაქსი: +995 (32) 2 989591

ელ. ფოსტა: office@ge.britishcouncil.org

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 09:30 – 17:00

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.

 Positive About Disabled People