Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
ბმულები
Orange lozenge left Orange lozenge right
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საერთაშორისო განვითარების განყოფილება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
PEP გაზეთი
learnenglish peacekeepers ვებ გვერდი
ინგლისური ენა სამშვიდობო მიზნებისთვის
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროები

ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს სამშვიდობო ინგლისურის პროექტს 35-ზე მეტ ქვეყანაში 1996 წლიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით. პროგრამის მიზნებია:

  • ხელი შევუწყოთ გარკვეული რაოდენობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა მოკლე ვადიან სწრაფ ზრდას, რათა დავაკმაყოფილოთ ქვეყნის მრავალეროვნული სამშვიდობო მხარდაჭერის ვალდებულებები ან საერთაშორისო კონტაქტების დამყარება მაღალჩინოსანი მუშაკებისათვის
  • ხელი შევუწყოთ მასპინძელი ქვეყნის    გრძელვადიანი ინგლისური ენის სწავლების ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა საბოლოო ჯამში ისე მოხდეს, რომ შეიქმნას შესაბამისი სტრატეგია ამ ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
  • დახმარება გავუწიოთ მოკლე და გრძელვადიანი ინგლისური სპეციფიკური მიზნებისათვის სწავლებას. მაგ. კონფერენციებში მონაწილეობა, საერთაშორისო დავალებებისათვის მომზადება, საერთაშორისო მოსამზადებელი კურსებისათვის, გაცვლითი პროგრამებისათვის მომზადება, კარიერაში წინსვლა და დაწინაურება
  • რეგიონში შეიარაღებულ ძალებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობის, გაგების და დიალოგის ხელშეწყობა
  • დიდი ბრიტანეთის ღირებულებებისა და ეთოსის გაცნობის მეშვეობით შეიაირაღებული ძალებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალიზმის, სტანდარტებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით, იმის მიხედვით, თუ როგორ სცემენ ისინი პატივს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიული გზით არჩეულ აღმასრულებელ პირებს

საქართველოში პროექტს აფინანსებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. იგი ფუნქციონირებს 1999 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო 2002 წლიდან ფოთის სამხედრო-საზღვაო შტაბში. იგი უმნიშვნელოვანესი ელემენტია საქართველოს ნატო-თან ახლო თანამშრომლობისა და საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით. საქართველოში პროექტის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია:  

  • საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს პერსონალისათვის მთელი რიგი სამხედრო და საზღვაო ინგლისური კურსების წარმართვა
  • ნატო-ს STANAG 6001 ტესტების შედგენა და ჩატარება
  • სამხედრო ინგლისურის მასწავლებელთა მეთოდური მომზადება
  • თვითშემსწავლელი ცენტრები ღიაა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ყველა მუშაკისათვის

პროექტის გაზეთში იხილავთ სხვადასხვა ქვეყანაში პროექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

უფასო ვებ-გვერდი LearnEnglish Peacekeepers გთავაზობთ სხავადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც ეხმარება სამხედრო ინგლისურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ფილ ბრაბზს

შენიშვნა: ბრიტანეთის საბჭო არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი გარე ვებ-გვერდების შინაარსზე  

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
 Positive About Disabled People Download Browsealoud