ინგლისური ენის მასწავლებლებს გთავაზობთ ვებგვერდს www.teachingenglish.org.uk,რომელიც BBC-ისთან ერთად არის შექმნილი. ვებგვერდი გთავაზობთ მრავალფეროვან მასალას, რომელიც პროფესიული საქმიანობისთვის გჭირდებათ; ეს არის პრაქტიკული სასწავლო აქტივობები, გაკვეთილის გეგმები, საკითხავი მასალა, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო განახლებული ინფორმაცია: კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები. ვებგვერდი ასევე გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ თქვენს კოლეგებს.