თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ლონდონის უნივერსიტეტში, ჩვენ დაგეხმარებით განაცხადის შეტანაშიც და სწავლაშიც. ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი ხელს შეგიწყობთ სწრაფი ინტერნეტით და შეგიქმნით ხელსაყრელ და მოხერხებულ სამუშაო გარემოს.
შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო საგნები როგორც სტუდენტური, ასევე სამაგისტრო დონის პროგრამებიდან, თუმცა ლონდონის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო მიმართულებაა ხელოვნება, ასევე ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.
ლონდონის უნივერსიტეტში დაუსწრებელი სწავლის პროგრამა შემოღებული იქნა 1858 წელს იმ კატეგორიის სტუდენტთათვის, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ შეეძლოთ უნივერსიტეტში ჩვეულებრივად სწავლა.
სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის საშუალება არა აქვთ მატერიალური ხელმოკლეობის, ოჯახური პირობებისა თუ დროის სიმცირის გამო, ეძლევათ შესაძლებლობა გადაიხადონ ნაკლები და განათლება მიიღონ ისე, რომ არ მოწყდნენ სამსახურს და ზიანი არ მიაყენონ საკუთარ კარიერას. რეგისტრაცია და შესასწავლი მასალის მოცულობა საშუალებას გაძლევთ დაიტვირთოთ და ისწავლოთ თქვენთვის სასურველი რეჟიმით; გამოცდის ჩაბარება კი შეგიძლიათ თქვენგან ახლოს მდებარე საგამოცდო ცენტრში.
დისტანციური (დაუსწრებელი) სწავლისას მიღებული ცოდნა არ განსხვავდება ჩვეულებრივი სწავლისას მიღებული ცოდნისაგან; იგი ფასდება უნივერსიტეტის დასწრებული სწავლების სტანდარტის მიხედვით. არჩეული სფეროს შესაბამისად, თქვენ ჩაბმული იქნებით ფაკულტეტის მუშაობაში და კავშირი გექნებათ მის აკადემიურ შტატთან. ისწავლით ვიდეო კონფერენციების, `ონლაინ-ფორუმების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დაუსწრებელი სწავლების მეთოდი გთავაზობთ თქვენთვის მისაღებ გრაფიკს, თუმცა უმჯობესია განაცხადი შეიტანოთ ამისთვის განსაზღვრულ დროს თქვენს მიერ არჩეული კურსის გასავლელად. განაცხადის შეტანის პირობებისა და ვადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ლონდონის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
სრულ ინფორმაციას ჩარიცხვის წესების შესახებ ბრიტანეთის საბჭოს საგამოცდო ჯგუფშიც მიიღებთ.
|