გთხოვთ გაითვალისწინოთ: 2011 წლის ჯონ სმითის პროგრამის სააპლიკაციო ფორმები უნდა გადაეგზავნოს ჯონ სმითის სახელობის ფონდს ლონდონში. სააპლიკაციო ფორმები არ უნდა გადმოაგზავნოთ ან შემოიტანოთ ბრიტანეთის საბჭოს ოფისში საქართველოში.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ჯონ სმითის სახელობის ფონდს შემდეგ მისამართზე: applications@johnsmithtrust.org
შევსებული სააპლიკაციო ფორმები უნდა გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: applications@johnsmithtrust.org
ჯონ სმითის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჯონ სმითის 2011 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სააპლიკაციო პროცესის შესახებ ინფორმაციას გაწვდით ბრიტანეთის საბჭო. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ჯონ სმითის სახელობის ფონდი ლონდონში.
ამ პროგრამის მიზანია გაერთიანებულ სამეფოში ოთხკვირიანი სასწავლო პროგრამით და სტიპენდიანტთა პრაქტიკის საშუალებით მათი ცოდნის გაღრმავება-გაძლიერება და იმის გაცნობიერება, სანიმუშო მმართველობის სწორი ფორმის დამკვიდრებით, თუ რის გაკეთება შეუძლია დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოკრატიულ ორგანიზაციას. 'იდეალური' კანდიდატის ასაკია 25-40 წელი, იგი უნდა მუშაობდეს პოლიტიკური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ან იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში. აუცილებლად კარგად უნდა ფლობდეს (ზეპირ და წერით) ინგლისურ ენას.
სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამის უმთავრესი მიზნებია:
 |
 |
 |
დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დამკვიდრების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გავლენიანი ახალგაზრდებისა და პოლიტიკური ლიდერების შეკრება აზრთა გაზიარების, ტრეინინგისა და ინფორმაციის მისაღებად. |
 |
 |
 |
ცოდნის გაღრმავება იმის დასამტკიცებლად, თუ რა მხარდაჭერას უწევს და როგორ ავითარებს ჭეშმარიტი დემოკრატია კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობას, როგორ უწყობს ხელს საჯაროობას და პასუხისმგებლობას. |
 |
 |
 |
სტიპენდიანტთა შორის დიალოგის ხელშეწყობა; გაერთიანებული სამეფოს და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდა ლიდერებთან კავშირის დამყარება. |
 |
 |
 |
ეფექტური მმართველობის მომხრე ახალგაზრდა ლიდერთა აქტიური ქსელის შექმნა. |
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს:
 |
 |
 |
ლიდერობის სტილი და პრაქტიკა. |
 |
 |
 |
მოქალაქეობა, კანონი და უფლებები. |
 |
 |
 |
სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი. |
 |
 |
 |
საჯარო პასუხისმგებლობა მთავრობაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. |
პროგრამის ხანგრძლივობა 4 კვირაა. ის დაიწყება პარასკევს, 2011 წლის 10 ივნისს და გაგრძელდება პარასკევს, 8 ივლისამდე. პროგრამა ჩატარდება ასეთი თანამიმდევრობით:
 |
 |
 |
პროგრამის წარდგენა შოტლანდიაში. |
 |
 |
 |
შოტლანდიასა და ლონდონში ინტენსიური, ორკვირიანი სემინარების სერია დემოკრატიის პირობებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნისა და განვითარების საილუსტრაციოდ შეხვედრები და დისკუსიები ამ დარგის მაღალი რანგის აკადემიურ და პრაქტიკოს წარმომადგენლებთან და ექსკურსიები დაწესებულებებში. |
 |
 |
 |
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის მომზადება იმის გათვალისწინებით, თუ სტიპენდიანტი პრაქტიკულად როგორ გამოიყენებს გაერთიანებულ სამეფოში მიღებულ ცოდნას მშობლიურ ქვეყანაში; 2009 წლისა და 2010 წლის სტიპენდიანტების სამოქმედო გეგმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე: http://www.johnsmithmemorialtrust.org/web/site/home/ActionPlans.asp |
 |
 |
 |
შაბათი-კვირა, რომელიც მიეძღვნება სტიპენდიანტის ლიდერული შესაძლებლობების გამოვლინებას. |
 |
 |
 |
რვა დღიანი ინდივიდუალური სამუშაო პრაქტიკა შესაბამის დაწესებულებაში, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც იკვლევს პოლიტიკოსის საქმიანობას; პრაქტიკა ცენტრალური მმართველობის ორგანოში, ადგილობრივ ადმინისტრაციაში ან მედიაში; ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირების სრული სია, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაჯირებას ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: http://www.johnsmithmemorialtrust.org/web/site/Supporters/attachment_hosts.asp |
 |
 |
 |
დასკვნითი სემინარი, რომელზეც სტიპენდიანტები წარუდგენენ საკუთარ პროექტებს იუსტიციის სამინისტროს და ჯონ სმითის სახელობის ფონდის წარმომადგენლებს. |
სტიპენდიანტებმა აგრეთვე უნდა წარმოადგინონ იმ ღონისძიებათა გეგმა, რასაც ისინი ჩაატარებენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მომავალ წელს ყველა სტიპენდიატი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება ლონდონში 2012 წლის სასტიპენდიო პროგრამის დროს.
ფონდის სურვილია სტიპენდია მიანიჭოს ფართო გაქანებისა და გავლენის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ საკუთარი ქვეყნების მომავალ განვითარებაზე. ფონდის მიზანია შეკრიბოს პოლიტიკური ლიდერები, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედიის ექსპერტები, ხელოვანიები, სამოქალაქო საზოგადოების გავლენიანი ახალგაზრდა ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო სხვა კრიტერიუმებია:
 |
 |
 |
სტიპენდიის პროგრამის არსის ცოდნა: კანდიდატს კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რას მოიცავს პროგრამა და რა მოთხოვნებს უყენებს მასში მონაწილეს. |
 |
 |
 |
ასაკი: 25-40 წელი უმნიშვნელო გამონაკლისის დაშვებით (როგორც ქვედა, ისე ზედა ზღვარი) განსაკუთრებულ კანდიდატთათვის. |
 |
 |
 |
ინგლისური ენის ცოდნა: კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა IELTS-ის 6 ქულაზე ან ზევით. შენიშვნა: საბუთების შემოტანის დროს კანდიდატს არ მოეთხოვება სერთიფიკატის წარდგენა. ყველა კანდიდატს არ მოეთხოვება IELTS-ის ტესტის ჩაბარება. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ,,განაცხადის შეტანის წესი.” |
 |
 |
 |
გამოცდილება: კანდიდატს უნდა ჰქონდეს შრომითი გამოცდილება და კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა იყოს დასაქმებული; შენიშვნა: ყველა სარეკომენდაციო წერილი შემოწმდება. |
 |
 |
 |
პროფესიული გამოცდილება: კანდიდატი დასაქმებული უნდა იყოს პოლიტიკაში, ცენტრალურ ან ადგილობრივ ხელისუფლებაში ან ეკონომიკის განვითარების სფეროში, მედიაში, ხელოვნების სფეროში, საკანონმდებლო სფეროში (კერძოდ, ადამიანის უფლებების დარგში) ან არასამთავრობო სექტორში. |
 |
 |
 |
ლიდერის და ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნარი აწმყოსა და მომავალში: კანდიდატი უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც აქვს სამსახურებრივი წინსვლის რეალური პერსპექტივა და ზემოქმედების უნარი. |
 |
 |
 |
პოლიტიკური და სოციალური აქტივობა : კანდიდატმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ ან სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. |
 |
 |
 |
ნათელი ხედვა და მოტივაცია: კანდიდატს ნათლად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული მმართველობის გაუმჯობესების საჭიროება საკუთარ ქვეყანაში. |
 |
 |
 |
გამოიყენოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული გამოცდილება მმართველობისა და დემოკრატიული განვითარების გასაუმჯობესებლად: კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემუშავებული კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს გაერთიანებულ სამეფოში მიღებულ გამოცდილებას თავის სამუშაო ადგილას მმართველობის გასაუმჯობესებლად. |
 |
 |
 |
გუნდური მოთამაშე: წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს გუნდური თამაშის პრინციპის მომხრე და უნდა ჰქონდეს სხვა სტიპენდიატებისგან ცოდნის მიღების სურვილი. |
 |
 |
 |
გადმოცემის კარგი უნარი: კანდიდატს უნდა შეეძლოს დამაჯერებლად საუბარი და საკუთარი თავის კარგად წარდგენა. |
 |
 |
 |
კომპიუტერის ცოდნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს საინფორმაციო ტექნოლოგიის საფუძვლებს და უნდა შეეძლოს ელექტრონული ფოსტით სარგებლობა. |
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 დეკემბერი.
 |
 |
 |
სააპლიკაციო ფორმა 2011 წელს შევსებული უნდა იყოს ინგლისურად. |
 |
 |
 |
სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე. |
 |
 |
 |
სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს ფერადი პასპორტის ზომის სურათი. |
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, უნდა გაიგზავნოს ჯონ სმითის სახელობის ფონდში ლონდონში შემდეგ მისამართზე: applications@johnsmithtrust.org არაუგვიანეს პარასკევისა, 2010 წლის 31 დეკემბერს.
სააპლიკაციო ფორმის გაგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ საიდან შეიტყვეთ პროგრამის შესახებ.
საბუთები უნდა გააგზავნოთ მხოლოდ ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და არ უნდა შეიტანოთ ბრიტანეთის საბჭოში.
ელ. ფოსტის სათაურში ყველა კანდიდატმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ქვეყანა.
გასაუბრება
გასაუბრება უმეტესად ჩატარდება ვიდეო კონფერეციის სახით. ადგილობრივი გასაუბრებები ჩატარდება 2011 წლის იანვარ – თებერვლის თვეებში და აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს თარიღები, როდესაც მივლინებას / მოგზაურობას დაგეგმავენ.
ინფორმაცია შემდეგ ეტაპში გადასული კანდიდატებისათვის:
დახასიათების წერილები
სააპლიკაციო ფორმის გარდა, ჯონ სმითის სახელობის ფონდი ითხოვს ორი დახასიათების წერილს შემდეგ ეტაბზე გადასული კანდიდატებისაგან. ერთი დახასიათების წერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ახლანდელი სამსახურიდან, მეორე კი ძველი სამსახურიდან, პარტნიორი ორგანიზაციიდან ან ნებისმიერი პირისგან, რომელსაც შეეძლება კანდიდატის უნარებსა და გამოცდილებაზე ინფორმაციის მოწოდება.
დიპლომები და ნიშნების ფურცლები
შემდეგ ეტაპში გადასულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დიპლომების ორიგინალი ან ნოტარირებული ასლები.
IELTS-ის გამოცდა
წარმატებულ კანდიდატებს შეიძლება დასჭირდეთ IELTS-ის გამოცდის ჩაბარება 2011 წლის იანვარში: IELTS-ის მინიმალური მოთხოვნადი ქულაა 6 ქულა. IELTS-ის გამოცდას ჩააბარებს მხოლოდ ის კანდიდატი ვინც ა) შეირჩა ინტერვიუსათვის; ბ) ინტერვიუს შემდეგ შეირჩა კანდიდატების საბოლოო სიისათვის. თუმცა, ყველა ფინალისტს არ მოეთხოვება ტესტის დაწერა. კომისია გადაწყვეტს, თუ რამდენად ესაჭიროება კანდიდატს გამოცდის ჩაბარება. გამოცდის საფასურის დაფარვა მოეთხოვება კანდიდატს.
ფინალისტების საბოლოო შერჩევა დასრულდება 2011 წლის თებერვალში.
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამის და ჯონ სმითის სახელობის ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ www.johnsmithmemorialtrust.org ვებ გვერდზე.
|