არსებობს უამრავი გრანტი და სტიპენდია, რომლებიც განათლების მიღებაში დაგეხმარებიან როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ გაგაცნობთ იმ ორგანიზაციათა ინტერნეტ მისამართებს, რომლებიც ეწევიან ასეთ საქმიანობას
Chevening Online შეიტყობთ, რა უპირატესობით სარგებლობენ ამ ორგანიზაციის სტიპენდიანტები.
მსოფლიო უნივერსიტეტების ასოციაცია მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას იმ სასწავლო დაწესებულებების , სადაც სწავლაში დახმარებას გაგიწევენ DFID ნაწილობრივი სტიპენდიის სქემა და ACU განვითარების სტიპენდია.
UKCOSA – საერთაშორისო განათლების საბჭო შეიცავს ინფორმაციას იმ სტუდენტთათვის, რომლებსაც სწავლა სურთ გაერთიანებულ სამეფოში. აქ იპოვით პასუხს თქვენს შეკითხვებზე დაფინანსების, ემიგრაციის, მუშაობის შესახებ გაერთთიანებულ სამეფოში, იქაურ საზოგადოებაზე, განათლებასა და საერთოდ, კულტურაზე.
(ORSAS)– უცხოელ მკვლევარ სტუდენტთა წახალისების სქემა გასცემს გრანტებს განსაკუთრებული ნიჭით და კვლევის უნარით დაჯილდოებულ უცხოელ კურსდამთავრებულებზე.
გაერთიანებული სამეფოს სტიპენდიის საძიებელი ხელს უწყობს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტიპენდიისა და სხვა სახის დახმარების მოძიებაში, კომერციული სპონსორების, კონკურსების, პრიზების, ექსპედიციათა წახალისებისა და ბავშვზე ზრუნვის ხარჯების ჩათვლით.
სოციალური ცვლილების საძიებელი აქ გაეცნობით იმ გრანტებს, რომლის მიღებაც შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებს გაერთიანებულ სამეფოში.
თვალსაწიერი გაერთიანებული სამეფოს კურსდამთავრებულთა ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მიიღებთ საჭირო ინფორმაციას კურსების, სასწავლო დაწესებულებებისა და დაფინანსების შესახებ.
დამფინანსებლები ონლაინ მოგაწვდით ინფორმაციას დაფინანსებაზე, ფონდებზე, მიმართვის პრაქტიკული მაგალითების და დაფინანსების მისაღებად საჭირო რჩევების ჩათვლით.
გაერთიანებული სამეფოს სტიპენდიათა მონაცემთა ბაზა თუ უცხოელი სტუდენტი ხართ და გაერთიანებულ სამეფოში სწავლა გსურთ, ჩვენი ადვილად გამოსაყენებელი მონაცემთა ბაზა დაგეხმარებათ საჭირო დაფინანსების მოძიებაში თქვენთვის საჭირო დომეზე.
|