Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Ychwanegu at ffefrynnau
British Council Georgia
TKT: Teaching Knowleadge Test
Orange lozenge left Orange lozenge right
TKT საინფორმაციო წიგნაკი
TKT ტესტის ნიმუში, მოდული 1
TKT ტესტის ნიმუში, მოდული 2
TKT ტესტის ნიმუში, მოდული 3
ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია
TKT (Teaching Knowledge Test)
პროფესიული ცოდნის ტესტი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვალიფიკაცია ინგლისურის მასწავლებლებისათვის

რა არის TKT?

TKT არის სწავლების უნარის ტესტი. TKT ტესტის საშუალებით მოწმდება ინგლისური ენის სწავლების უნარი იმ პირთათვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური და ყურადღება ექცევა ცოდნას, რომელიც აუცილებელია ინგლისური ენის ყველა მასწავლებლისთვის. ეს არის ადვილად გასაგები ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის.

TKT ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

სწავლების სხვადასხვა მეთოდები
'სწავლების ენა'
რესურსების გამოყენება
გაკვეთილების დაგეგმვის ძირითადი ელემენტები
კლასის/ჯგუფის მართვის მეთოდები

ვისთვისაა TKT მიზანშეწონილი?

TKT განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო კლასების, ასევე ზრდასრულთა მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით და მისი ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლებისათვის კარიერის ნებისმიერი ეტაპზე. ტესტი ასევე შესანიშნავია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურვილი აქვს ასწავლოს ინგლისური ენა, მაგრამ ჯერ არ გააჩნია სწავლების გამოცდილება.

რას მოიცავს TKT?

TKT შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც მოიცავენ სწავლების სხვადასახვა ასპექტებს. მოდულების ჩაბარება შესაძლებელია ერთდროულად ან ცალ-ცალკე, ნებისმიერი თანმიმდევრობითა და ვადებით. თითოეული მოდულისათვის განკუთვნილია 80 წუთიანი ტესტი 80 კითხვით. კანდიდატები შეარჩევენ საუკეთესო პასუხს თითოეულ შეკითხვაზე და მონიშნავენ მას პასუხების კომპიუტერიზებულ ფურცელზე.

მოდული 1

ენა და ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება

ენის აღწერილობა და ენის ცოდნის უნარები
ენის შესწავლის გამოცდილება
ენის სწავლების გამოცდილება

მოდული 2

გაკვეთილების დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლების თვალსაზრისით

გაკვეთილის ან რიგი გაკვეთილების დაგეგმვა და მომზადება
რესურსებისა და მასალების შერჩევა და გამოყენება

მოდული 3

სწავლებისა და შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა

კლასში/ჯგუფში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სასაუბრო ენა
კლასების/ჯგუფების ხელმძღვანელობა

მასწავლებლებს, რომელთაც სურთ ჩააბარონ TKT ტესტი შეუძლიათ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. მათ შეუძლიათ თავად მოემზადონ ტესტისათვის სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

როდის შემიძლია ჩავაბარო TKT ტესტი?

TKT ტესტი ჩატარდება 2010 წლის 16 .იანვარს

როგორ შემიძლია დავრეგისტრირდე?

მაისის TKT ტესტის რეგისტრაციის თარიღია 2009 წლის 15-25 ნოემბერი. კანდიდატემბმა აღნიშნულ დღეებში ბრიტანეთის საბჭოში უნდა წარადგინონ შევსებული განცხადების ფორმა. ტესტის გადასახადი სამივე მოდულისთვის არის 90 ფუნტი სტერლინგი (თითოეული მოდული 30 ფუნტი სტერლინგი), რომელიც გადახდილ უნდა იქნას ლარში საბანკო ანგარიშზე.

როგორ შემიძლია მოვემზადო ტესტისთვის?

დარეგისტრირდით ბრიტანეთის საბჭო/ETAG-ის TKT-ის მოსამზადებელ კურსებზე;

დამოუკიდებლად მომზადების მიზნით გადმოტვირთეთ TKT ტესტების ნიმუშები:

მოდული 1

მოდული 2

მოდული 3

გადმოტვირთეთ და გაეცანით TKT-ს საინფორმაციო წიგნაკს.

TKT ტესტსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.CambridgeESOL.org/TKT ან დაუკავშირდით ჩვენს გამოცდების მენეჯერს

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
 Positive About Disabled People Download Browsealoud