Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
სწავლების დაფინანსება
Orange lozenge left Orange lozenge right
კემბრიჯის გამოცდები
კემბრიჯის გამოცდების თარიღები და ფასები
IELTS
პროფესიული გამოცდები
TKT კვალიფიკაცია ინგლისურის მასწავლებლებისათვის
დისტანციური სწავლის გამოცდები
გამოცდისთვის მომზადება
ინგლისური ენის სკოლები საქართველოში
წარმატებულთა მონათხრობი
კემბრიჯის უნივერსიტეტი (ხშირად დასმული შეკითხვები)
კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატები ინგლისურ ენაში
აიმაღლეთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე

თუ გნებავთ გაიღრმაოთ ინგლისური ენის ცოდნა, ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით. შეიძლება გსურთ სამუშაო პერსპექტივის გაუმჯობესება, ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლა, ანდა უბრალოდ, გნებავთ მოგზაურობის.გაადვილება. შეიძლება გსურთ დაეხმაროთ თქვენს ბავშვებს ინგლისურის სწავლაში. ჩვენ გთავაზობთ კემბრიჯის სასერტიფიკატო გამოცდებს; თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ და თბილისში, ჩვენ ცენტრში ჩააბაროთ შესაფერისი გამოცდები.

რომელი გამოცდა?

The Preliminary English Test (PET) არის საშუალო დონის გამოცდა და გულისხმობს, რომ არსებული ცოდნით შეძლებთ ინგლისურენოვან გარემოში ურთიერთობას. PET - ის გამოცდა მოიცავს ენის ოთხ კომპონენტს: კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი. ამის შემოწმება ხდება სამ ნაწილად: წერა/კითხვა, მოსმენა და საუბარი. შეიტყვეთ უფრო მეტი.

The First Certificate Examintaion (FCE) არის საშუალოზე მაღალი დონის გამოცდა და მიუთითებს,რომ ინგლისური ენის გამოყენება მრავალ ვითარებაში შეგიძლიათ. მსოფლიოში სამუშაო დაწესებულებათა უმრავლესობა ცოდნის ამ დონეს მისაღებად მიიჩნევს. FCE - ის გამოცდა მოიცავს ენის ოთხ კომპონენტს: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. თითოეულ მათგანს ეთმობა ცალკე სექცია და ამას ემატება კიდევ ერთი-Use of English . შეიტყვეთ უფრო მეტი.

The Certificate in Advanced English (CAE) ნიშნავს, რომ ინგლისურს მაღალ დონეზე ფლობთ. CAE - ის სერთიფიკატს უნივერსიტეტები და სამუშაო დაწესებულებები ცნობენ, როგორც დასტურს იმისა, რომ შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე სწავლა და მუშაობა. CAE - ის გამოცდა შედგება ოთხი ნაწილისგან: კითვა, წერა, მოსმენა და საუბარი. თითოეულ ნაწილს ცალკე  სექცი აქვს დათმობილი და ამას ემატება კიდევ ერთი-English in Use . შეიტყვეთ უფრო მეტი.

The Certificate of Proficiency in English (CPE) სირთულის მხრივ უმაღლესი დონის გამოცდაა და ინგლისურ ენაში თქვენ დახელოვნებაზე მიუთითებს. უნივერსიტეტებსა და სამუშაო დაწესებულებებში CPE - ის ცნობენ საბუთად იმისა, რომ ინგლისურ ენაზე სწავლა და მუშაობა შეგიძლიათ უმაღლეს დონეზე. CPE - ის გამოცდა შედგება ოთხი ნაწილისგან: კითვა, წერა, მოსმენა და საუბარი. თითოეულ ნაწილს ცალკე  სექცია აქვს დათმობილი და ამას ემატება კიდევ ერთი-English in Use . შეიტყვეთ უფრო მეტი.

Business English Certificates (BEC) ბიზნეს-ინგლისურში არსებობს სამი დონის (სირთულის მიხედვით) სერტიფიკატი: BEC Preliminary, BEC Vantage, BEC Higher  საგამოცდო მასალა შედგენილია კონკრეტულად საბიზნესო ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად. ეს სასერთიფიკატო გამოცდები განკუთვნილია მოზრდილთათვის (16 წლის და მეტი ასაკის), რომლებიც ემზადებიან ბიზნეს კარიერისთვის ან უკვე მუშაობენ.

კემბრიჯის სასერთიფიკატო გამოცდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენ გამოცდების მენეჯერს

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
 Positive About Disabled People Download Browsealoud