Text only
Read this page in English
 Print this page | E-mail this page| Add to favourites
British Council Georgia
Orange lozenge left Orange lozenge right
რადიო სელექტორი

ბრიტანეთის საბჭოს კოლექცია

ბრიტანეთის საბჭოს ფილმების კოლექცია

მომავლის ოპერა

კულტურის ლიდერთა საერთაშორისო პროგრამა

კულტურის ლიდერთა საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება ფონდის  “ღია საზოგადოება” მხარდაჭერით

შემოქმედებით და კულტურულ სექტორს უნიკალური და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს სწრაფად ცვალებად ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა ლიდერებმა განავითარონ იდეები, უნარები, პროფესიული კავშირები ამ სექტორის წინსვლისთვის; იმის უზრუნველსაყოფად რომ შემოქმედებითი სფერო ნამდვილად ფეხს უწყობდეს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს. საერთაშორისო დიალოგი და ცოდნის გაცვლა-გაზიარება უზრუნველყოფს საერთაშორისო შესაძლებლობების და იმ პროფესიული კავშირების ხელმისაწვდომობას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაჭრის გზების გაზიარება, წარმატებული მოდელების შესწავლა, ასევე, პარტნიორობისა და საერთო  გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება.

კულტურის ლიდერთა საერთაშორისო პროგრამა არის სხვადასხვა აქტივობათა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სფეროს ლიდერთა შორის მოღვაწეთა   პროფესიული კავშირების დამყარებას, გაცვლითი  ღონისძიებების განხორციელებას. პროგრამის მიზანია კულტურის სფეროს ლიდერთა ახალი თაობის მხარდაჭერა, კერძოდ:

კულტურის პოლიტიკური, სოციალური და ეკონიმიკური როლის გააზრება;
კულტურის სფეროში საქმიანობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა;
კულტურულ სექტორზე გლობალური გამოწვევების უარყოფითი ზეგავლენის უკეთ გააზრება;
ახალ გამოწვევებთან ადაპტირების უნარის განვითარება;
კულტურული სექტორის გავლენისა და როლის განმტკიცება
კულტურული სექტორის მომავალი ლიდერების საერთაშორისო პროფესიული კავშირების განვითარება და განმტკიცება.

კულტურის ლიდერთა საერთაშორისო  პროგრამა 2011

2011 წლის პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია:

ლიდერული უნარების განვითარების უორქშოფი, სტამბული, 23-27 ოქტომბერი 2011 წ და  უორქშოფი "კულტურის სფეროს მენეჯმენტი", თბილისი, 5-6 მარტი 2012 წ.

ლიდერული უნარების განვითარების უორქშოფი

საკმაოდ მკაცრი კონკურსის შედეგად პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეები მიწვეული იყვნენ 4 დღიან უორქშოფზე სტამბულში 2011 წლის 23-27 ოქტომბერს (სტამბულის ბიენალეს მიმდინარეობისას). ეს იყო პროგრამის საწყისი ფაზა და მოიცავდა სატრენინგო სესიებს მონაწილეებს შორის ლიდერული უნარების განვითარებისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

თითოეულ შერჩეულ მონაწილეს დაევალა შეემუშავებინა  საკუთარი პროფესიული განვითარების პროგრამა, განესაზღვრა პირადი პროფესიული საჭიროებები. აღნიშნულ პროგრამას ექნება კურსების ან სპეციალური ტრენინგების ფორმა. პროგრამა 2011 წლის 31 დეკემბრამდე უკვე დაამტკიცა ბრიტანეთის საბჭომ და მონაწილეებმა მისი განცორციელება უნდა მოახდინონ 2012 წლის დეკემბის ბოლომდე.

დამტკიცებული პროგრამის განსახორციელებლად მონაწილეებმა მიიღეს გრანტი £3,000 ოდენობით, ხოლო ბრიტანეთის საბჭო მათ ეხმარება მოახდინონ მათთვის სასურველი და რელევანტური შესაძლებლობების იდენტიფიკაცია დიდ ბრიტანეთში.

კულტურის ლიდერთა საერთაშორისო  პროგრამის გამარჯვებულები:

მედეა მეტრეველი, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო(http://www.book.gov.ge), ნინო ორჯონიკიძე, პროდუსერული კომპანია არტიფაკტი (www.artefact.ge) და ზვიად ელიზიანი,   საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი (www.biaff.org)

უორქშოფი "კულტურის სფეროს მენეჯმენტი" (CMW)

2012 წლის 5-6 მარტს ბრიტანეთის საბჭომ,  ფონდთან "ღია საზოგადოება საქართველო " და საქართველოს ეროვნული კინემატროგრაფიის ცენტრთან თანამშრომლობით  კულტურისა და ხელოვნების სფეროში მომუშავე 32 ლიდერისთვის მოაწყო უორქშოფი თემაზე “კულტურის სფეროს მენეჯმენტი”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამ ინიციატივის ოფიციალური პარტნიორია

კულტურის სფეროს მართვის უორქშოფის მიზნები იყო:  

  • საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლებისთვის კულტურის სფეროს მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და წარმატებული მოდელების გაცნობა.    
  • კვალიფიცირებული კულტურის სექტორის განვითარება: უფრო ანტრეპრენიორული, მოაზროვნე, გახსნილი, თავდაჯერებული და შემდგომ განვითარებასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე ორიენტირებული კულტურის სექტორის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.
  • ამ სექტორში მომუშავე კოლეგებთან კონტაქტების დამყარების ხელმისაწვდომობა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარება.
  • კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების  აუცილებლობის გააზრება.

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.

 Positive About Disabled People