პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ საშუალება მომეცით გამევლო ტესტირება კემბრიჯის მაღალი დონის (CAE) სერტიფიკატის მოსაპოვებლად.
ამ გამოცდის ჩაბარება პროფესიული მიზნებისთვის მჭირდებოდა. იურიდიულ ფირმაში ვმუშობ იურისტის თანაშემწედ. როგორც კოლექტივის სრულუფლებიანი წევრი, გამოცდილ პროფესიონალთა ხელმძღვანელობით, მონაწილეობას ვიღებ იურიდიულ საქმეთა წარმოებაში. იმის გამო, რომ ჩვენი ფირმის კლიენტთა უმრავლესობა უცხოელი ინვესტორი და არასამთასვრობო ორგანიზაციაა, ფირმაში სამუშაო ენები ქართული და ინგლისურია. შესაბამისად, გვჭირდება ყველა დოკუმენტის შედგენა და გადათარგმნა ორივე ენაზე. კონფიდენციალური ხასიათის გამო, ვერიდებით დოკუმენტების გატანას უცხო მთარგმნელებთან, აქედან გამომდინარე, თარგმნა ძირითადად, ოფისში გვიხდება. ჩემ მოვალეობაში კი ზუსტი თარგმნაც შედის.
სახელმწიფო დაწესებულებები არ იღებენ ნოტარიულად დაუმოწმებელ საბუთებს ინგლისურ ენაზე. იმისათვის, რომ ინგლისური ენის კვალიფიციური სპეციალისტი გახდე, უნივერსიტეტის დიპლომი გჭირდება. თუმცა, საქართველოში მომუშავე ნოტარიუსები ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საბუთად კემბრიჯის მაღალი დონის (CAE) სერტიფიკატსაც თვლიან.
ამ სერტიფიკატის საფუძველზე, ნოტარიულად, ინგლისური ენის კვალიფიციურ სპეციალისტად ვითვლები და უფლება მაქვს დავამოწმო ამა თუ იმ დოკუმენტის თარგმანი. ეს კი ძალზე სასარგებლოა ჩვენი ფირმისათვის.
|