წელს, ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით, ბათის უნივერსიტეტში გარემოს კურსის გავლის საშუალება მომეცა. როგორც საქართველოს ეკოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, მართლაც რომ მაკლდა ცოდნა საერთაშორისო გარემოს დაცვითი ღონისძიებების, ეკოლოგიური აუდიტის, სერტიფიცირების, სხვა უმნიშვნელოვანესი მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ. ხელმძღვანელებმა შესანიშნავი მასალა გამომიგზავნეს, წიგნები, აუდიო კასეტები და საშუალება მომცეს, საჭიროების შემთხვევაში, მათგან ონლაინ მხარდაჭერაც მივიღო. გარდა ამისა, მომცეს ინფორმაცია ამ დარგში მომუშავე ყველა დისტანციური მეთოდით მოსწავლე სტუდენტების შესახებ, რაც შეიძლება მომავალიი თანამშრომლობის საფუძველი გახდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ მოტივირებულ ახალგაზრდა სპეციალისტებთან. ეკოლოგიური მენეჯმენტით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრითაც ბედნიერი ვიქნები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის საბჭოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციამ გამიწია. განსაკუთრებით, მის გულისხმიერ და მეგობრულ თანამშრომლებს თბილისის ოფისში. გმადლობთ დახმარებისთვის და გისურვებთ წარმატებას ყოველ თქვენს წამოწყებაში!
|